Accentnews.ge
NATO:"საქართველოსთვის 20 ერთეული ავტომობილის გადმოცემა ერთ-ერთი მორიგი პროექტია ნატო-ს პარტნიორის მხარდაჭერის ნიშნად"

NATO:"საქართველოსთვის 20 ერთეული ავტომობილის გადმოცემა ერთ-ერთი მორიგი პროექტია ნატო-ს პარტნიორის მხარდაჭერის ნიშნად"

10/03/2021 19:41:37 საგარეო პოლიტიკა

NATO–ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NSPA) "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 ერთეული „რენოს“ მარკის საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას NATO ავრცელებს. მისივე ცნობით, საერთო ჯამში ალიანსმა ქვეყანას 20 ერთეული ავტომანქანა გადასცა.

"2014 წლის შემდეგ "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი" ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ამ პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტია წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომლის მიზანია ქვეყანას დახმარება გაუწიოს სწავლებების კუთხით, რათა გაიზარდოს საქართველოს თავსებადობა ალიანსთან. ამ არსებითი პაკეტის საბოლოო მიზანი, ქვეყნის ალიანსში წევრობისთვის მზადებაა. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანას აქტიურად შეაქვს წვლილი ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაცოებში. NSPA წლებია მხარს უჭერს საქართველოს იმ მიზნით, რომ გააძლიეროს და მოდერნიზება მოახდინოს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობები. 20 ერთეული ავტომობილის გადმოცემა NSPA-ს ერთ-ერთი მორიგი პროექტია ნატო-ს პარტნიორის მხარდაჭერის ნიშნად"- აცხადებენ ნატო-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S