Accentnews.ge
„2010 ან 2011 წლის გაზაფხულზე „ნაცმოძრაობა“ რატომ ებრძოდა ამ ბავშვს, ვერაფრით მივხვდი“

„2010 ან 2011 წლის გაზაფხულზე „ნაცმოძრაობა“ რატომ ებრძოდა ამ ბავშვს, ვერაფრით მივხვდი“

10/03/2021 17:31:26 ციტატა

„2011 წლის ზაფხულში ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში – 2011 წლის ოქტომბერში მოვიდა და 2010 ან 2011 წლის გაზაფხულზე „ნაცმოძრაობა“ რატომ ებრძოდა ამ ბავშვს [„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ვაჟს – ბერა ივანიშვილს], ვერაფრით მივხვდი“.

განაცხადა ფარული ჩანაწერების თემის კომენტირებისას ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, „ქართული ოცების“ ყოფილმა წევრმა და მე–9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S