Accentnews.ge
ბათუმის კამპუსის გახსნაზე განათლების მინისტრის მოადგილე დაშავებას გადაურჩა (ვიდეო)

ბათუმის კამპუსის გახსნაზე განათლების მინისტრის მოადგილე დაშავებას გადაურჩა (ვიდეო)

10/07/2019 09:00:14 სხვა, საზოგადოება

აჭარაში ჩასული განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე დაშავებას შემთხვევით გადაურჩა. კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის გახსნაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა და ზუსტად იმ ადგილზე დავარდა, სადაც მინისტრის მოადგილე იდგა. ირინე აბულაძემ გაქცევა მოასწრო.


უნივერსიტეტის კამპუსისა და სკოლის მშენებლობა ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე იგეგმება. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. 1500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტსა და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S