
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საერთოდ გაუგებრობაშია"
10/07/2019 08:42:51 სხვა, სამართალი
20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი წევრის გიგი უგულავას გამოკითხვა დასრულდა. მან გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ასეთი საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაში. ფაქტია და ვიცით, პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ასევე შსს-ს და პროკურატურის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ იძიებენ რაღაც მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების 225-ე მუხლზე იყო პირველი კითხვა. მე როდესაც დავაზუსტე, რომ ეს სხვა საქმე იყო და ის სხვა, მითხრეს, რომ ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ეს შეიძლება პროცედურული ხრიკებია და ადამიანებს არ აინტერესებდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელოვნურად არის ეს საქმე დაჩეხილი იმისთვის, რომ სადღაც მოეჭიდონ და რაღაც გამოუვიდეთ. ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან რას აკეთებენ. ფაქტია, რომ ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ რაღაცნაირად მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად", – განაცხადა უგულავამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან და ამისთვის მზად არიან, გადაწერონ ისტორია.
"მომიწია ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა გამოძიებისთვის. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან“, –დასძინა მან.
იხილეთ ასევე: შსს უგულავას, ოქრუაშვილსა და ბარამიძესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშნვას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.