"ექსპო ჯორჯიასთან", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, დაპირისპირებაა
10/03/2021 10:06:47 საზოგადოება
"ექსპო ჯორჯიასთან", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, დაპირისპირებაა. დაპირისპირების მიზეზი ადგილზე რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა.
"ექსპო ჯორჯიასთან" შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.
ცნობისთვის: დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე. გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.


