"იქ "ტრი ტრი ტრის" არ ვეძახი, იქ ვიძახი "ანტონი“
09/03/2021 19:53:47 საზოგადოება
"იქ "ტრი ტრი ტრის" არ ვეძახი, იქ ვიძახი "ანტონი“, – ამის შესახებ ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის კითხვა ფარული ჩანაწერებიდან იმ მონაკვეთს ეხებოდა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი იძახის „ტრი…ტრი... ტრიი…“
„ეს "ტრი... ტრი" საიდან გაიგეს, არ ვიცი. 2010-2011 წლებში მე და ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩვენს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმაც ფრანგული კარგად იცის. ჩვენ ასე ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით ერთამანეთს. იქ "ტრი ტრის" არ ვეძახი, იქ ვიძახი ანტონი“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ეს სიტყვები მისი არც ერთი სიმღერის ტექსტს არ უკავშირდება.
„დიახ, მე როგორც ვიცი, ისინი ჩემს სიმაღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ და როცა ვერ იპოვეს, თოლიების ხმასაც დასჯერდნენ“. – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.


