Accentnews.ge
საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე მსჯელობენ

საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე მსჯელობენ

09/03/2021 13:48:29 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე მსჯელობენ.

ვინ ესწრება შეხვედრას და კონკრეტულად რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე, ეს ჯერჯერობით უცნობია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გააკეთებს.

ცნობისთვის: გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში უკმაყოფილო სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა- შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

ჭყონდიდისა ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S