Accentnews.ge
მელაძის თქმით, ვიზუალით არც შინაარსობრივი მხარით არ ჩნდება განცდა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია

მელაძის თქმით, ვიზუალით არც შინაარსობრივი მხარით არ ჩნდება განცდა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია

09/03/2021 12:53:09 საზოგადოება

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ვიზუალით არც შინაარსობრივი მხარით არ ჩნდება განცდა, რომ საუბარში წყვეტაა და რომ ის დამონტაჟებულია. თუმცა იმისთვის, რომ უწყვეტობა იყოს დადასტურებული, ჩანაწერებს ექსპერტიზა სჭიდება.

როგორც მელაძე ამბობს, მას არ აქვს ნდობა პროკურატურის, მით უფრო, რომ საქმე მოქმედ პრემიერს ეხება, რომელიც რჩება თანამდებობაზე, ხოლო პროკურატურა გამოძიებას იწყებს მედიის წინააღმდეგ. ამიტომ, მელაძის თქმით, გამომიებელ ჟურალისტთა გუნდი ცდილობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით შეძლოს ახალი გამოძიების მომზადებას ამ თემასან დაკავშირებით.

გარდა ამისა, როგორც მელაძე ამბობს, ჯგუფს აქვს ინფორმაცია, რომ არსებობს პირთა წრე, რომლებიც მსგავსი ტერორის მსხვერპლი გაცილებით სასტიკი მეთოდებით გახდნენ და ჯგუფი ამ დროისთვის ამ ინფორმაციის შესწავლას ახორციელებს.

ის არ გეგმავს, პროკურატურას წყარო გაუმხილოს.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს "TV პირველმა" მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ვაჟის ბერა ივანიშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეეხებოდა.

ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი საუბრის შინაარსში დანაშაულის შესაძლო ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. "ქართული ოცნება" არ უარყოფს მასში მონაწილე პირების ვინაობას; განმარტავს, რომ ეს არის 2010-2011 წლებში "ქართუს" პრეზიდენტისა და არასრულწლოვანი ბერას სატელეფონო საუბრის მიყურადების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.

9 მარტს პროკურატურაში განაცხადეს, რომ უწყებამ „საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“:

„საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S