საქართველოში Covid-19-ით რეინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, პაციენტს დაავადება განკურნებიდან 3 თვეში კვლავ დაუდასტურდა
09/03/2021 08:18:55 საზოგადოება
საქართველოში Covid-19-ით რეინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„რეინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული, სამთვიანი შუალედით. იქ არის ერთი და იგივე შტამის მუტანტი, ოღონდ სულ იდენტური არ არის. არის გენომში ცვლილებები, მაგრამ არ არის ეს ბრიტანული ან სხვა შტამი. არ მინდა, შემეშლოს ასაკი, რეინფიცირების შემთხვევა დაუდასტურდა ადამიანს, რომელიც არ არის ხანდაზმული“, – განაცხადა გამყრელიძემ.


