
ვაზიანი-გომბორი-თელავისა და ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
09/03/2021 08:05:40 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ამ დროისთვის, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.