"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" შსს–ს მიმართავს "სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები"
09/03/2021 07:52:22 საზოგადოება
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" შსს–ს მიმართავს "სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები".
მისივე თქმით, "მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშულის ნიშნებს შეიცავს".
"მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის: გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში უკმაყოფილო სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა- შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.
ჭყონდიდისა ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.


