Accentnews.ge
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ–ერთი დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ–ერთი დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს

09/03/2021 06:36:31 საზოგადოება

მარტვილში, მიტროპოლიტის რეზიდენციაში ფიზიკური დაპირისპირების დროს აივნიდან გადავარდნილი ათამდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. რამდენიმეს მოტეხილობა აღენიშნება, ხერხემლის დაზიანების გამო კი ერთ–ერთი დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს.

როგორც მარტვილის საავადმყოფის მორიგე ექიმმა ლევან ქობალიამ განაცხადა, დაშავებულს წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება და სპეციალიზებულ კლინიკაში საჭიროებს მკურნალობას.

ცნობისთვის: გუშინ ჭყონდიდის ეპარქიაში უკმაყოფილო სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა- შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

ჭყონდიდისა ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S