Accentnews.ge
„ეს არის გაუგონარი თავხედობა!“ – ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

„ეს არის გაუგონარი თავხედობა!“ – ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

08/03/2021 18:17:50 საზოგადოება

ის, რაც დღეს ვიხილეთ, შესაძლებელია, შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, „დღეს ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში გარედან შეჭრის მცდელობა იყო.

„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში, მას შემდეგ განახლდა, რაც ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეპანემ (კალაიჯიშვილმა) ორი დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს ბრძანებით აუკრძალა ნებისმიერ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა. ბრძანების თანახმად, მათ თავად არ ინებეს მიტროპოლიტ სტეფანესთან თანამსახურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S