"პასუხისმგებლობა ყველა უკანონობაზე, უსამართლობასა და უწმინდურობაზე კათალიკოს პატრიარქს ეკისრება"
08/03/2021 14:28:58 საზოგადოება
მეუფე პეტრე (ცაავა) ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა უსამართლობაზე პასუხისმგებელია ილია II, რომელიც მისი თქმით, წლებია, ძალადობას ახალისებს.
მეუფე პეტრეს თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში პატრიარქმა ცაგერიდან სადამსჯელო რაზმი მიავლინა.
"პასუხისმგებლობა ყველა უკანონობაზე, უსამართლობასა და უწმინდურობაზე, რაც საქართველოს ეკლესიაში ბოლო 44 წელია გამეფებული, ეკისრება ე.წ. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, რომელმაც ეს სადამსჯელო რაზმი ცაგერიდან მიავლინა, ადამიანი, რომლის მიმართაც ეპარქიაში უამრავი კითხვის ნიშნები იყო და არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ეპარქიაში ოჯახური ხელყოფის გამო იყო ფიზიკურად სვანებისგან შეურაცხყოფილი და საპატრიარქომ არ განიხილა ეს საკითხი, ისეთი ადამიანი გააგზავნა უკანონო ჭყონდიდის ეპარქიაში, რომელმაც ამ პრობლემის გაღვივება გამოიწვია და გამოიწვია დღევანდელი მძიმე შედეგი", - აღნიშნავს მეუფე პეტრე "ფორმულასთან" და დასძენს, რომ ილია II არის მოძალადე და ერში როგორც სიკეთე, ასევე ძალადობაც გადამდებია.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამან მრევლისა და მღვდელმსახურების პროტესტი გამოიწვია და მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილების მოთხოვნაა, გარკვეულ იქნას სიმართლე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ მსახურების საკითხს. პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ. მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები


