ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას აივნის მოაჯირი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები [ვიდეო]
08/03/2021 13:39:03 საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის ხის მოაჯირი, რის გამოც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.
როგორც "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე იუწყება, დაშავებლთა შორის არიან არხის ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუანია.
მელაძის ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დაპირისპირება მოჰყვა დახურულ სხდომას, რომელსაც ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განიხილებოდა ორი სასულიერო პირის, დიაკვნების - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი. ეს ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმაეპარქიის ახალ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე უარი განაცხადეს.


