ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
08/03/2021 11:48:18 საზოგადოება, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


