
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
10/07/2019 04:20:50 სხვა, საზოგადოება
10 ივლისს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებს ასახელებს. კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, ბროსეს და ამაღლების ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, კაციტაძის, ათონელის, ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, სანაპიროს, წინანაურის, გოგჩას, სულხანიშვილის, ფურცელაძის, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, დავით ბაქრაძის, ხოშარაულის და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, გოგოლის, დოლიძის და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლომოურის და აბდუშელიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და მუკუზანის შესახვევის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, ქვემო ვეძისის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, იონა ვაკელის, ოთარ ჭილაძის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, მუხაძის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, აბაშიძის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
16 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის მცხოვრებლებს.