Accentnews.ge
"ჩინეთთან მოლაპარაკებები ორ ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს. ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული და არ გამოვრიცხავ, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს"

"ჩინეთთან მოლაპარაკებები ორ ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს. ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული და არ გამოვრიცხავ, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს"

05/03/2021 20:07:28 საზოგადოება

"ჩინეთთან მოლაპარაკებები ორ ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს. ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული და არ გამოვრიცხავ, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

"მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთან, ჩინეთის ორი ვაქცინა არის მოლოდინის რეჟიმში. ეს ვაქცინები ძალიან მალე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას მიიღებენ, რაც უსაფრთოების თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება. შესაბამისად, საქართველო ჩინურ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ვაქცინაციებზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ვიცით, რომ ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზე არის დამზადებული. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა მასზე მაღალი იყოს", – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია „მოდერნასთან“ დაკავშირებით:

"საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, რის შემდეგაც კონკრეტულად ამ ქვეყანაში სამთავრობო ვიზიტი გაიმართება. ამ შემთხვევაშიც საიმედო პასუხის მოლოდინი გვაქვს".

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთანაც:

„ასევე, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელიც ისრაელის სახელმწიფოსთან მიმდინარეობს, რის შედეგადაც შესაძლოა, დამატებით „ფაიზერის“ შემოტანის საშუალება გამოიკვეთოს".

გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია ახლად გამოჩენილი „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინაც:

"ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა არის ერთდოზიანი და შესაძლოა, ესეც საკმაოდ პოპულარული ვაქცინა გახდეს, ვინაიდან მას მყისიერი ეფექტი ექნება, რაც ხშირ შემთხვევაში, ადამიანის არჩევანს განაპირობებს“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას მარტის ბოლოს მიიღებს. როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ფაიზერის" მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება. რაც შეეხება "ასტრაზენეკას", მისი მოწოდებაც მარტის ბოლო კვირაშია მოსალოდნელი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 266 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 563 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S