აუდიტის სამსახური: "ხაშურის მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება"
05/03/2021 17:33:35 საზოგადოება
"ხაშურის მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება", – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობას მოიცავს.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ "მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით".


