Accentnews.ge
გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას მარტის ბოლოს მიიღებს

გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას მარტის ბოლოს მიიღებს

05/03/2021 14:10:19 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას მარტის ბოლოს მიიღებს.

როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ფაიზერის" მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება. რაც შეეხება "ასტრაზენეკას", მისი მოწოდებაც მარტის ბოლო კვირაშია მოსალოდნელი.

"წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა "ფაიზერის" მიმართულებით დაიწყება. ასევე გვაქვს სიახლეები, "ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით . UNICEF-მა უკვე მიიღო დასტური "ასტრაზენეკასგან" პირველი დოზების მიწოდებაზე ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რომელიც ჩვენთვის არის განკუთვნილი, 129 600 დოზა, რაც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ. პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია რომ 22 მარტის კვირაში მივა UNICEF-თან და აქედან გამოიგზავნება საქართველოში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S