Accentnews.ge
ჯანმო პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღს ასახელებს

ჯანმო პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღს ასახელებს

05/03/2021 10:20:19 მსოფლიო, საზოგადოება

Covid-19-ის პანდემია 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულება 2022 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი, - ასეთი ვადები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში დაასახელა.

მისივე ვარაუდით, მიმდინარე წლის განმავლობაში ვირუსი უკან არ დაიხევს, თუმცა სიტუაცია უფრო მართვადი გახდება.

"ვფიქრობ, პანდემია 2022 წლის დასაწყისისთვის დასრულდება“, - განაცხადა კლუგემ. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი მთლიანად გაქრება.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლოში Covid-19–ის პირველი შემთხვევები 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა. სადღეისოდ დაავადება მსოფლიოს 219 ქვეყნაშია გავრცელებული, ხოლო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 110–ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 116 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 116 293 999 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 583 179 ადამიანი იმსხვერპლა. 91 950 698 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 266 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 563 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. საქართველოს ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა აღნიშნული დღემდე არ განხორციელებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S