კოვიდ–ინფიცირების 390 შემთხვევა გამოვლინდა
05/03/2021 06:49:47 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 390 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 172 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 022 კვლევა ტესტით, მათ შორის, 13 350 კვლევა - ანტიგენის ტესტით და 8 672 - PCR ტესტით.
4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.31%.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 266 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 563 გარდაიცვალა.


