Accentnews.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

05/03/2021 06:13:56 საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, ქუთათელაძის ქუჩა N15-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა,- ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დღეს განხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 საათიდან 6 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: თემქის I მ/რ-ს ნაწილს, III მ/რ-ს 1-ელ კვარტალს, XI მ/რ-ს 1-4 კვარტლებს, ზღვის უბნის IV მ/რ-ს, IV, IX, X, Xა კვარტლებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, ღრმაღელის, ლოტკინის მთის, რკინიგზის, ხუდადოვის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლებას.

გლდანის რაიონში: გლდანის „ა“ I- IV მიკრორაიონებს, შეშელიძის ქუჩას, გმირ კურსანტთა ქ. N20-ს, ვეკუას ქ. N10-ს, ხიზაბავრის ქ. N5-ს.

ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის და ქებურიას ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge “,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S