საქართველოში მიწისძვრა მოხდა
04/03/2021 23:36:51 საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 02:40 საათზე დაფიქსირდა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბლოდან 18 კმ-ში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.


