Accentnews.ge
მძიმეა 249 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა

მძიმეა 249 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა

04/03/2021 06:58:30 საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 78 შემთხვევა,

აჭარა - 3,

იმერეთი - 20,

ქვემო ქართლი - 1,

შიდა ქართლი - 8,

გურია - 3,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14,

კახეთი - 2,

მცხეთა-მთიანეთი - 1,

სამცხე-ჯავახეთი - 1,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც: 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 160, იმერეთში - 241.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 106, აჭარაში - 23, იმერეთში - 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 2, იმერეთში - 10.

150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 33 - აჭარაში, 9 - იმერეთში.

636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 316 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 188, ხოლო აჭარაში - 24. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 444 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 997 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 689 პირი, აჭარაში - 425, იმერეთში - 694.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S