
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ბავშვი ტკბილეულს ურიგებს
09/07/2019 17:50:16 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ბავშვი ტკბილეულს ურიგებს.
გოგონას მაისური აცვია წარწერით -"საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ"
პარლამენტის წინ აქცია "სირცხვილია" უკვე მეოცე დღეა იმართება. მომიტინგეები კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
წყარო:ტაბულა