Accentnews.ge
გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა

გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა

03/03/2021 19:57:59 საზოგადოება

გურამ კაშია „თბილისის ლოკომოტივის“ ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა თბილისურ კლუბთან 1- წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“,- განაცხადა გურამ კაშიამ.

გამოცდილი მცველი ბოლოს „სან ხოსეში“ გამოდიოდა. ფეხბურთელმა კლუბი 2020 წელს დატოვა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S