Accentnews.ge
"ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ"

"ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ"

03/03/2021 18:46:39 საზოგადოება

„თქვენ ზევითა ხართ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“ - ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ", - ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმას უჩივლოს.

როგორც იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, შეგვექმნა სიტუაცია, რომ ვაქცინა სხვა გზებითაც უნდა ვეძებოთ და „დიდი ხანია მუშაობა მიდის“.

მისივე თქმით, შეიძლებოდა ჩინური ვაქცინა ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ „ჯანმოს“ რეკომენდაცია არ მიუღია.

"3 თებერვალს თვითონ გამოაქვეყნა სია „კოვაქსის" პლატფორმამ ყველა ქვეყნისა, ვის როდის უნდა მიეღო ვაქცინა. იყო პრეცენდენტი, როდესაც ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად უჩივლა, თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით ისეთივეა როგორც ჩვენთან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იყო სხვა მოლაპარაკებებიც. მხოლოდ „კოვაქსის" პლატფორმის 1.4 მილიონი დოზა, რომელიც კონტრაქტით წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ არ იქნებოდა საკმარისი. გარდა ადრე გადახდილისა გადავრიცხეთ დამატებითი გადასახადიც, მაგრამ სხვა მწარმოებლებიც არიან, რომლებიც ჯერ არ არიან კოვაქსის პლატფორმაზე. "კოვაქსის" პლატფორმაზე რომ განთავსდეს ვაქცინა, მან უნდა მიიღოს ჯანმოს აღიარება, ეს არის იგივე ჩინური ვაქცინები, რომლითაც ჩილეს 17% იცრება. ასევე, ძალიან მაღალი მოცვა აქვს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, სადაც ასევე ჩინური ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. შეგვექმნა სიტუაცია, რომ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ და დიდი ხანია მუშაობა მიდის. შეიძლებოდა ჩინური ვაქცინაც ქვეყანაში გაცილებით ადრე ყოფილიყო შემოსული, თუმცა ჯერ არ მიუღიათ ჯანმოს რეკომენდაცია. ვაქცინის შემოტანის ერთ-ერთი პირობაა, რომ საჭიროა ჯანმოს აღიარება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს თებერვლის ბოლოს დაიწყებდა, თუმცა ვაქცინა სახელმწიფოში ამ დრომდე არ შემოსულა. ხელისუფლება ჯერ–ჯერობით კონკრეტულ ვადასაც ვერ ასახელებს, როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაციის პროცესი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 265 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 541 პირი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S