ჩალაძე: "8 მილიარდი ვალი ავიღეთ, სად წავიდა ეს ფული და რატომ არ არის ვაქცინა?"
03/03/2021 10:25:55 საზოგადოება
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის ორგანიზებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია სახელწოდებით "სად არის ვაქცინა" გაიმართა.
ჩალაძის თქმით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია 108 ქვეყანაში, ხოლო საქართველო დღემდე ვაქცინის გარეშეა დარჩენილი.
"ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქათველოში შემოიტანონ მაღალი დონის ვაქცინა, რაც შეიძლება მალე და მორჩნენ ჩვენი ფულის მოპარვას. კამბოჯაში, ნიგერიაში, ზიმბაბვეში არის ვაქცინა, საქართველოში კი არა. 8 მილიარდი ვალი ავიღეთ, სად წავიდა ეს ფული, ამაზე გვინდა პასუხი - ატომ არ არის ჩვენს ქვეყანაში ვაქცინა" ,- აცხადებს ჩალაძე.
ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას თებერვლის ბოლოს დაიწყებდა, თუმცა ვაქცინა ქვეყნაში ამ დრომდე არ შემოსულა. ხელისუფლება ჯერ–ჯერობით კონკრეტულ ვადასაც ვერ ასახელებს, როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაციის პროცესი.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 265 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 541 პირი გარდაიცვალა.


