CNN-მა ქართული "ხარჩო" მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის დაასახელა
03/03/2021 07:55:50 საზოგადოება
CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებს შორის ქართული „ხარჩო“ მოხვდა.
"ხარჩო"მზადდება დაუმწიფებელი ტყემლისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგვზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგან, ქინძის, ქონდრისგან, ასევე შავი პილპილისა და სხვა ინგრედიენტებისგან“, - წერს CNN-ი ქართულ კერძზე.


