„დადებითობის“ მაჩველებელი 1.3%–მდე შემცირდა
03/03/2021 07:13:09 საზოგადოება
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.3%-ს შეადგენს. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდ stopcov.ge–ზეა განთავსებული.
ამასთან, კოვიდ–ინფიცირების გამოვლენის დღევანდელი მაჩვენებელი 1.42%–ია, ხოლო ბოლო 14 დღის – 1.7%.
ცნობისთვის: შეზღუდვების შემსუბუქების დაანონსებისას ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „კომენდატის საათის“ ვადები მხოლოდ მას შემდეგ შეიცვლება ან გაუქმდება, რაც ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 1%–ზე ჩამოვა.


