Accentnews.ge
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს მდუმარე აქცია სახელწოდებით "სად არის ვაქცინა" გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს მდუმარე აქცია სახელწოდებით "სად არის ვაქცინა" გაიმართება

03/03/2021 06:47:03 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს მდუმარე აქცია სახელწოდებით "სად არის ვაქცინა" გაიმართება. აქციის ორგანიზატორი გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ცენტრია.

"აქცია არის არა პარტიული, არა ვინმეს კუთვნილება, არამედ ადამიანების, როგორც თუნდაც ერთი მოქალაქის წუხილი და კითხვა მთავრობას. ხალხის კითხვა დაისმება, ოღონდ უჩუმრად, არავინ ხმას არ ამოიღებს, და კითხვა იქნება სად არის ვაქცინა, ვეცდებით გავარკვიოთ სად არის ვაქცინა და რა არის ვაქცინის ნაცვლად საქართველოში", - აცხადებს ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.

ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას თებერვლის ბოლოს დაიწყებდა, თუმცა ვაქცინა ქვეყნაში ამ დრომდე არ შემოსულა. ხელისუფლება ჯერ–ჯერობით კონკრეტულ ვადასაც ვერ ასახელებს, როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაციის პროცესი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 265 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 541 პირი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S