Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

03/03/2021 06:45:57 პოლიტიკა, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა დაცული ტერიტორიების, ასევე, სურსათის უვნებლობისა და ლაბორატორიების გადაიარაღება/გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ჰუბერტ ქნირშს საქართველოში განხორციელებული მიზნობრივი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის საკითხი.

როგორც ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო გერმანიის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია; გერმანიის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S