პარლამენტთან კიდევ ორი კარავი გაშალეს
02/03/2021 11:25:39 საზოგადოება
თბილისში, პარლამენტთან კიდევ ორი კარავი დაიდგა.
კარვები აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ გაშალეს. მათი თქმით, "პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს".
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან, საერთო ჯამში, 17 კარავია გაშლილი.


