Accentnews.ge
"ამ თვეში შემოვა "ასტრაზენეკას" დოზები, მივიღეთ "ნოვავაქსის" შესყიდვის შემოთავაზებაც, რომელიც COVAX–ზე 2 თვეში განთავსდება"

"ამ თვეში შემოვა "ასტრაზენეკას" დოზები, მივიღეთ "ნოვავაქსის" შესყიდვის შემოთავაზებაც, რომელიც COVAX–ზე 2 თვეში განთავსდება"

02/03/2021 08:35:40 საზოგადოება

"ამ თვეში შემოვა "ასტრაზენეკას" დოზები, მივიღეთ "ნოვავაქსის" შესყიდვის შემოთავაზებაც", –ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრმა ვაქცინის შესაძენად UNICEF-ს 575 000 აშშ დოლარი უკვე გადაურიცხა.

გამყრელიძის თქმით, COVAX პლატფორმისგან შესყიდვებს საქართველო სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით აწარმოებს.

"დარწმუნებული იყავით, რომ COVAX პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია შემოვა ამ თვეში და დიდი ალბათობით, "ასტრაზენეკას" ვაქცინით დაიწყება ვაქცინაცია ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, COVAX პლატფორმიდან საქართველომ ასევე მიიღო შემოთავაზება კიდევ ერთი ინოვაციური ვაქცინის – "ნოვავაქსის" შესყიდვის შესახებ, რომელიც პლატფორმაზე დაახლოებით 2 თვეში განთავსდება.

"გუშინ COVAX პლატფორმიდან ასევე მივიღეთ შემოთავაზება მეორე ძალიან პერსპექტიული ვაქცინის, ამერიკული "ნოვავაქსის" შესყიდვის შესახებ. "ნოვავაქსი" COVAX პლატფორმაზე დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება. ეს არის ახალი, ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ, გარდა COVAX პლატფორმისა, "ნოვავაქსთან" და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების შესახებ". - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოს COVAX პლატფორმიდან "ფაიზერის" ვაქცინა 30 000 დოზამდე თებერვლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, ეს დღემდე არ განხორციელებულა.

როგორც პლატფორმამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:

"ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციების შესაფერისად შევსება შეუძლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S