Accentnews.ge
პარლამენტთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

პარლამენტთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

02/03/2021 06:00:11 საზოგადოება

პარლამენტთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოუწოდეს, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინებინათ და კანონის ფარგლებში ემოქმედათ.

"ბრძანება მიიღეს, რომ დაეჭირათ ხალხი. თითი დააწკაპუნა ღარიბაშვილმა და დაიჭირეს. მერე გამოუშვებენ და თავიდან დაიჭერენ. შეძახილების გარდა არაფერი მომხდარა სხვა. მონა დავუძახეთ ვიღაცას, ვისთვისაც არ უნდა დაგვეძახა და ამის მერე დაიწყეს დაკავებები". - განაცხადა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.

დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ. ყველა ავტომანქანას, რომელიც შედის პარლამენტის ეზოში, აქციის მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც პიკეტს სამანქანო შესასვლელთან მართავს, შეძახილებით: "მონა!" აცილებენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები, დროშები და საყვირები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S