Accentnews.ge
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

02/03/2021 05:30:56 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ და სწორედ აღნიშნულის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს.

დღეს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს. დემონსტრანტების თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი დეპუტატებისთვის მშვიდობიანი ფორმით დისკომფორტის შექმნაა და არა მათთვის შენობაში შესვლის შეზღუდვა.

ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 1 მარტს შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი მისი მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

მოგვიანებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "მშვიდობიანი აქციები, ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტური ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა".

პროტესტი პარლამენტთან 26 თებრვლის შემდეგ გრძელდება. ადგილზე ამ დროისთვის 15 კარავია განთავსებული. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოსთან გმართულ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:

  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
  • ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ამასთან, ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა:

  • 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირება
  • 5 მარტს კანცელარიის შენობის პიკეტირება
  • 9 მარტს აქცია შსს–სთან
  • 11 მარტს აქციას სასამართლოსთან
  • 13 მარტს აქცია პარლამენტთან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S