Accentnews.ge
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებისთვის იკრიბებიან

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებისთვის იკრიბებიან

02/03/2021 04:55:54 საზოგადოება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები პარლამენტთან იკრიბებიან. ისინი დილის 9 საათიდან საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირებას გეგმავენ.

მათი თქმით, სანამ ოპოზიციის მოთხოვნები არ შესრულდება, მანამ პროტესტი გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, დღევანდელი აქციის მიზანი დეპუტატებისთვის მშვიდობიანი ფორმით დისკომფორტის შექმნაა და არა მათთვის შენობაში შესვლის შეზღუდვა.

ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გაიმართა.

მოგვიანებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "მშვიდობიანი აქციები, ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტური ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა".

პროტესტი პარლამენტთან 26 თებრვლის შემდეგ გრძელდება. ადგილზე ამ დროისთვის 15 კარავია განთავსებული. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოსთან გმართულ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:

  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
  • ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ამასთან, ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა:

  • 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირება
  • 5 მარტს კანცელარიის შენობის პიკეტირება
  • 9 მარტს აქცია შსს–სთან
  • 11 მარტს აქციას სასამართლოსთან
  • 13 მარტს აქცია პარლამენტთან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S