ჭიათურაში დაკარგული 24 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
01/03/2021 13:51:59 საზოგადოება
24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ჭიათურაში ოჯახის წევრები 27 თებერვლიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის კ. კ. მცხეთაში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მას სავარაუდოდ, მანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) დაიწყო.


