"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს
01/03/2021 11:31:55 საზოგადოება
"საქართველოს რკინიგზა" სამგორთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"შემთხვევა მოხდა ისანში, "საქართველოს რკინიგზის" თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი", – აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".


