სამგორში მატარებლის ვაგონს ხანძარი გაუჩნდა
01/03/2021 11:10:48 საზოგადოება
სამგორის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა.
ვაგონი საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე–მაშველების 14 ეკიპაჟი მუშაობს.
ისანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:
"შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი".


