Accentnews.ge
გაბუნია – დაავადებათა კონტროლის ცენტრში აუდიტის შესაძლო შესვლაზე: "ამაში გასაკვირი არაფერი არ არის"

გაბუნია – დაავადებათა კონტროლის ცენტრში აუდიტის შესაძლო შესვლაზე: "ამაში გასაკვირი არაფერი არ არის"

01/03/2021 10:54:59 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მას ამ ეტაპზე არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, გეგმავს თუ არა აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შესვლას, თუმცა აცხადებს, რომ "ასეც, რომ ხდებოდეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის".

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აუდიტის სამსახურის შესვლის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ჩვენთან სახელმწიფო აუდიტი და ჩვენი შიდა აუდიტი რეგულარულად მუშაობს. ასე რომ, ეს რომც იგეგმებოდეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს", – განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S