სინოპტიკოსები ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
01/03/2021 09:37:13 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 - 4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი.
3 - 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 5 მარტს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.
თბილისში 2 მარტს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 3 - 5 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 3 – 4 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 – 4 მარტს დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, 5 მარტს კი შედარებით დათბება.


