Accentnews.ge
საპროტესტო აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრნენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრნენ

01/03/2021 07:51:28 საზოგადოება

თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრა.

მსვლელობა ამ წუთებში იმართება. როგორც აქტივისტები აცხადებენ, გასვლითი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

პროტესტი პარლამენტთან 26 თებრვლის შემდეგ გრძელდება. ადგილზე ამ დროისთვის 15 კარავია განთავსებული. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოსთან გმართულ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:

  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
  • ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ამასთან, ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა:

  • 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირება
  • 5 მარტს კანცელარიის შენობის პიკეტირება
  • 9 მარტს აქცია შსს–სთან
  • 11 მარტს აქციას სასამართლოსთან
  • 13 მარტს აქცია პარლამენტთან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S