Accentnews.ge
დღეიდან რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან საქართველოში შემოსვლის წესი იცვლება

დღეიდან რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან საქართველოში შემოსვლის წესი იცვლება

01/03/2021 04:11:22 საზოგადოება

რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან საქართველოში საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლის წესი იცვლება.

დღეიდან შემსუბუქდა ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

სახმელეთო საზღვრებზე კი ჯერ კიდევ ნარჩუნდება სადღეისოდ მოქმედი რეჟიმი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S