რომელი შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან საქართველოში
01/03/2021 04:58:36 საზოგადოება
საქართველოში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება.
კერძოდ, 1 მარტიდან მუშაობა განაახლეს:
- საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
- მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა;უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს შეუძლიათ კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება;
- ისევ შესაძლებელი გახდა კონფერენციების და ტრენინგების ჩატარება, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით;
- ბათუმის რესტორნები და კაფეები სტუმრებს მიიღებენ შიდა სივრცეებშიც, შაბათ-კვირის გარდა.
- შემსუბუქდა ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს.
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება დღეიდან განახლდება;
შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;


