Accentnews.ge
"მანიკო" - ახალი საბავშვო ბრენდი, რომელიც დამზადებულია ზრუნვით საქართველოში

"მანიკო" - ახალი საბავშვო ბრენდი, რომელიც დამზადებულია ზრუნვით საქართველოში

28/02/2021 09:32:01 რეკლამა

"მანიკო" - ასე ქვია საბავშვო ტანსაცმლის ახალ ბრენდს, რომელიც მარიამ ბაცაშვილმა, მას შემდეგ შექმნა, რაც დედა გახდა.

როგორც მარიამი გვიყვება, "მას სურდა, ქართულ ბაზარზე ისეთი ბრენდი ყოფილიყო, რომელიც მშობლებს შვილებისთვის ნატურალური ქსოვილით დამზადებულ სამოსს შესთავაზებდა".

"ამასთანავე უნდა ყოფილიყო კომფორტული და მინიმალისტური რადგან, ვფიქრობ,ზედმეტი დეკორაცია არ სჭირდება ბავშვს, ძალიან დიდი დისკომფორტია ეს ბავშვისთვის. ისინი ხომ მის გარეშეც ძალიან ლამაზები არიან"- ამბობს მარიამი.

მისივე თქმით, სამოსი თბილისში პატარა სამკერვალოში იკერება.

"მე ვმუშაობ დიზაინსა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებზე, რაც უკავშირდება ამ საქმეს, გარდა კერვისა, ამისთვის მყავს ძალიან დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი მკერავი, საქმიანობა დავიწყე ძალიან ცოტა ხანია, 1 თვე იქნება. ცოტა რთულია, ასეთ მოკლე დროში ბაზარზე ისე დამკვიდრება, რომ ხალხი გვცნობდეს. სოციალური ქსელების საშუალებით ვცდილობთ, გავაცნოთ თავი ყველას. 1 თვე ისეთი დროა, რომ უკვე რა გამოხმაურებაც გვაქვს ესეც ძალიან სასიხარულოა. ამჟად მზად გვაქვს 12 თვიდან 4 წლამდე სამოსი, თუმცა გეგმაში მაქვს ძალიან მალე უფრო დიდ ასაკზე სამოსის შეკერვა და ასევე ბიჭებისთვის რაც ძალიან მალე გამზადდება. ვცდილობ, რომ ფასები იყოს ხელსაყრელი. "მანიკოს" გამოარჩევს მინიმალისტური მიმართულება, ვკერავთ სამოსს, რომელიც ბავშვს სძენს კომფორტსა და მეტ სილაღეს. თავად დედა ვარ და ვიცი რასაც ნიშნავს კომფორტული ტანსაცმელი, როგორც ბავშვისთვის ასევე დედისთვის. როცა ბავშვს აცვია კომფორტულად ეს, ბუნებრივია, განაპირობებს დედის კომფორტს. ხაზი იქმნება ყველა დეტალისა და ფაქტორის გათვალისწინებით, რის მიხედვითაც ირჩევა ბავშვისთვის სამოსი. დამზადებულია ზრუნვით საქართველოში"- ამბობს მარიამი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S