Accentnews.ge
პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი

27/02/2021 07:07:05 საზოგადოება

პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი, მათ შორის ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილს ეკუთვნის.

სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ღამე კარვებში გაათენეს. მათი თქმით, დღეს რეგიონებიდან დამატებით კარვებს ელოდებიან.

გუშინ თბილისში ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და მსვლელობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გამართა.

ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოსთან გმართულ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:

  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
  • ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ამასთან, ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა:

  • 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირება
  • 5 მარტს კანცელარიის შენობის პიკეტირება
  • 9 მარტს აქცია შსს–სთან
  • 11 მარტს აქციას სასამართლოსთან
  • 13 მარტს აქცია პარლამენტთან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S