Accentnews.ge
ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა პირბადეებთან დაკავშირებით

ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა პირბადეებთან დაკავშირებით

26/02/2021 20:39:42 საზოგადოება

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის რჩევის მიხედვით, უმჯობესია, შეზღუდვების მოხსნის პირობებში მოქალაქეებმა თავი აარიდონ არასაჭირო თავშეყრებს. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სასურველია 2–მეტრიანი დისტანციის დაცვა.

რაც შეეხება პირბადეს, თავყრილობის დროს, მათ შორის, დახურულ სივრცეში, უმჯობესია, მოქალაქეებმა ორ პირბადე ატარონ, მათ შორის, დასაშვებია, ერთი სამედიცინო და გარედან ნაჭრის.

ერთჯერადად პირბადის გამოყენების მაქსიმალური დრო 3–4 საათია. ერთჯერადი სამედიცინო პირბადის ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია, ხოლო ნაჭრის პირბადის გარეცხვა და კვლავ გამოყენება დასაშვებია.

ამასთან, როგორც რ2–ის ეთერში ისაუბრა, პირბადის K-95–ის ინფიცირებული პირის მიერ გამოყენების შემთხვევაში, საფრთხე გარშემომყოფებს ექმნებათ. კერძოდ, პირბადე იცავს მომხმარებელს, მაგრამ მასზე დამაგრებული სარქველის საშუალებით საფრთხე სხვებს ექმნებათ. KH–95 გვიცავს ინფიცირებისგან.

ამასთან, მან რეინფიცირების შემთხვევებზეც ისაუბრა.

"ზოგადად, კვლავ განმეორებითი PCR პოზიტიური პაციენტების რაოდენობა მთლად მცირე არ არის. დაახლოებით 0.1%-ია მთლიანად დაავადებული ადამიანების, უხეშად ასე ითვლიან. მარგამ, სამწუხაროდ, სტანდარტი რომ ვთქვათ ეს არის რეინფიცირება თუ რეაქტივაცია, ამისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ პირველი ინფექციიდან მეორემდე გასული უნდა იყოს მონიმუმ 3 თვიანი პერიოდი და აუცილებლად, ორივე შემთხვევაში გენომური სექვენირების გზით დადგენილი უნდა იყოს რომ ეს არის განსხვავებული ვარიანტები და არა ერთი და იგივე ვირუსი.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალმა "ნეიჩერმა“ გამოაქვეყნა პაციენტის ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. პაციენტი კვლავ ავად გახდა, პოზიტიური პასუხი ჰქონდა PCR-ის, 144 დღის შემდგომ პირველი დაავდებიდან და გენომური სექვენირებით აღმოჩნდა, რომ ორივე იყო ერთი და იგივე ვირუსი. მის ორგანიზმში პერსისტირდა ინფექცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ იყო რეინფიცირება, 144 დღე ეძინა ვირუსს მის ორგანიზმში,“ - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S