Accentnews.ge
აქტივისტებმა რუსთაველზე გზის სავალი ნაწილიდან კარავი აიღეს

აქტივისტებმა რუსთაველზე გზის სავალი ნაწილიდან კარავი აიღეს

26/02/2021 14:05:49 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშლილი აღარ არის.

აქტივისტებმა ოპოზიციის ლიდერებთან საუბრის შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან კარავ აიღეს.

"პარტიების პოზიციები არის, რომ კარვები იდგეს აქ და თუ არ დაეტევა, მაშინ გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე. ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კარავი გადავდგათ. ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან უნდა დაგვემატოს კიდევ კარვები და შევხედავთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი ორგანიზებული. რამდენი ადამიანი იქნება. თუ ბევრია ადამიანია, ხომ არ გავყინავთ? მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ.

მანამდე აქციის მონაწილეებთან სამართალდამცველები იყვნენ მისულები და დემონსტრანტებს კარვის დაშლა მოსთხოვეს.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და მათი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ, ამ დრომდე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S